Folk Tale

ღორი მუხის ქვეშ

Translated From

Свинья под дубом

AuthorИван Крылов
Book TitleБасни
Publication Date1823
LanguageRussian

Other Translations / Adaptations

Text titleLanguageAuthorPublication Date
Het zwijn onder de eikDutch__
Das Schwein unter der EicheGerman__
A Hog under an OakEnglish__
Authorაკაკი წერეთლისა
LanguageGeorgian
OriginRussia

მუხის ქვეშ ღორი რკოებით გამოძღა მართლა ღორივით და იქვე ძილად მიეგდო გაუნძრეველად, მძორივით. რომ გაიღვიძა, წამოდგა, აწლაკუნებდა ისევ პირს და, როგორც დიდ - ხნის მშიერმა, ჩუჩქნა დაუწყო მუხის ძირს. მაღლიდან ჩხიკვმა დასჩხავლა: “მაგას რას შვრები, ღოროო? გინდა, ფესვები დასთხარო და მიწას მოაშოროო? მაშინ ხომ მუხაც გახმება, ძირი რომ წაუხდებაო?” ღორმა მიუგო “მერე რა? გახმეს!... რა მენაღვლებაო!? მე არ მინახავს მაგისგან ჩემ დღეში სარგებელიო! რას დავსდევ: ნედლი იქნება თუ გამომშრალი - ხმელიო!?” მუხა გაჯავრდა: “შე დრუნჩავ! ქვესკნელს რომ ჩაღრუტუნობო, შე ღორო, თავლაფდასხმულო, რატომ რკოს კი არ სწუნობო? ვინ არის იმ რკოს მომცემი, თუ არ მე? და რად მძრახავო? მაგრამ თავს მაღლა ვერ იღებ და რაღას დაინახავო?” უგნური კაცი ღორსა ჰგავს: ჰგმობს სწავლა - მეცნიერებას და ვერ მიმხვდარა: რა აძლევს აქ ქვეყნად ბედნიერებას.


Text view