Folk Tale

ჭრიჭინა და ჭიანჭველა

Translated From

Стрекоза и муравей

AuthorИван Крылов
Book TitleБасни
Publication Date1808
LanguageRussian

Other Translations / Adaptations

Text titleLanguageAuthorPublication Date
Dragonfly and the AntEnglish__
La libellule et la fourmiFrenchGuy Laffaille_
הצרצר והנמלהHebrew__
Authorაკაკი წერეთლისა
ATU280A
LanguageGeorgian
OriginRussia

დაჭრიჭინებდა, დახტოდა ჭრიჭინობელა პატარა და უშრომ - უზრუნველობით მთელი ზაფხული ატარა. მაგრამ ბოლო დროს ზამთარმა თვალი რომ გამოუჭყიტა შეკრთა მოცლილი მღერალი და შიშმა წელი მოსწყვიტა. გაჰქრა იგი დრო, როდესაც ყოველგან დროს ატარებდა, ცა ქუდად აღარ მიაჩნდა, მიწას ფეხს არ აკარებდა! . . შიმშილით კუჭი უხმება, თანაც სიცივით კანკალობს, ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა, ჩვეულებრივად ვერ გალობს! ან კი რაღა დროს ხტომაა და რა დროს ჭიანურია, როცა რომ ლხინის მოყვარეს სცივა, ჰშია და სწყურია? კარზე მიადგა ჭინჭველას ვედრებით: „ჩემო ნათლია! ნუ მომკლავ გაზაფხულამდე და გამომკვებე, მადლია!“ ჭინჭველამ ჰკითხა: „ზაფხული როგორღა გაატარეო?“ - ვილხენდი, გამოვაყრუე ჭრიჭინით არემარეო“. - „მაშ, თუ ეგრეა, რადგანაც ზაფხულში იფარფაშეო, მიბრძანდი ეხლაც და სინჯე - იხტუნე, ითამაშეო!“


Text view