Text view
ბაყაყი და ხარი
Title | ბაყაყი და ხარი |
---|---|
Original Title | Лягушка и вол |
Original Author | Иван Крылов |
Original ID | trans-4899.xml |
Language code | kat |
ბაყაყმა რომ საძოვარზე დაინახა ხარი, მეტის შურით და სიხარბით თავს დაეცა ზარი. მისი სიმსხო და სიმაღლე გულში ისრად ეცა. დაიჟინა: „ემოდენა უნდა გავხდე მეცა!“ გაიბერა, გაიგუდა, სიმწრით სული სძვრება; „შემომხედე, ყიყინაო!“ დობილს ევედრება. „ხარის ხელა ხომ მეცა ვარ?! აღარა მაკლია?!“ პასუხს აძლევს: „იმოდნობა ჯერ სად შეგიძლია!“ „მაშ, არც ეხლა? აბა, კიდევ შემომხედე ჩქარა! . . ახლა, ვგონებ, მეტიცა ვარ?“ „არა! არა! არა!!!“ არ ეამა დიდგულასა! შურმა გაამწარა, გასკდა ბერვით და წელები იქვე გადმოჰყარა. „მეტის - მეტი, ბრეტის - ბრეტი“ - ეს უთქვამსთ ჩვენს ძველებს, - „ვინც ზომაზე არა ჰყლაპავს, სიმწრით დაახველებს“.