Text view
მოხუცი და სიკვდილი
Language | Georgian |
---|---|
Origin | Greece |
ერთ მოხუცს ტყეში შეშა მოეჭრა და ახლა ზურგზე გუდურამოკიდებული რის ვაი-ვაგლახით შინისკენ მიჩანჩალებდა.დამაშვრალმა გუდურა ძირს დააგდო და სიკვდილი ინატრა.ნატვრა იყო და სიკვდილიც მყისვე თავს წამოადგა:
- რად მიხმე მოხუცოო?
მოხუცი შეცბა:
- აგერ გუდურა დამივარდა,მომეშველე,ზურგზე ამკიდეო, - მიუგო სიკვდილს.